- 032 2 11 13 15
- info@togeni.ge
- ორშაბათი - კვირა: 9:00 - 18:30
- მერაბ კოსტავას ქუჩა 5, ჩხოროწყუ 5000
საქართველოს მთავრობის დადგენილება №191 2023 წლის 22 მაისი ქ. თბილისი – თანახმად სატრანსპორტო საშუალების განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენა უნდა მოხდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში. ამ ვადაში განმეორებითი ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მიმართ უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, რომლის დროს ხარვეზ(ებ)ის გამოვლენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში ინსპექტირების შედეგების მითითებით. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად.
თუ განმეორებითი ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ ინსპექტირების ანგარიშში მითითებული მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი არ არის აღმოფხვრილი ან თუ განმეორებითი ინსპექტირებისას ვიზუალური შემოწმების შედეგად გამოვლინდა ისეთი ხარვეზი, რომელიც არ არის მითითებული ინსპექტირების ანგარიშში, ინსპექტირების ცენტრის მიერ ივსება ინსპექტირების ანგარიში, განმეორებითი ინსპექტირების შედეგების მითითებით. ამასთან, სატრანსპორტო საშუალების ინსპექტირებაზე წარმდგენი იღებს გაფრთხილებას კანონის წინაშე პასუხისმგებლობის შესახებ გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებით მოძრაობის შემთხვევაში. აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება ტარდება პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით.
ცალკეულ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, დადგენილი საფასურის გადახდის შესაბამისად, ინსპექტირების ჩატარებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში. თუ ინსპექტირებისას გამოვლინდება მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზი, ინსპექტირება არ ჩაითვლება დადებითად გავლილად და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში ხარვეზების მითითებით, რა შემთხვევაშიც ყოველი მომდევნო ინსპექტირება უნდა განხორციელდეს ამ პუნქტით დადგენილ ვადაში და წესით, მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში სატრანსპორტო საშუალებაზე ინსპექტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, ყველა შემდგომი ინსპექტირება უნდა ჩატარდეს პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სახით, ამავე პუნქტით დადგენილი წესითა და ვადაში, მნიშვნელოვანი ან/და სახიფათო ხარვეზის სრულად აღმოფხვრამდე.
თუ ინსპექტირების შედეგად არ გამოვლინდა ხარვეზ(ებ)ი ან სახეზეა მხოლოდ უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ი, მიიჩნევა, რომ სატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება დადებითად გაიარა და სატრანსპორტო საშუალების წარმდგენს გადაეცემა ინსპექტირების ანგარიში, ბოლო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების თარიღიდან მომდევნო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარების საბოლოო ვადის მითითებით. უმნიშვნელო ხარვეზ(ებ)ის აღმოჩენის შემთხვევაში ინსპექტირების ცენტრი ვალდებულია, აღნიშნული ხარვეზ(ებ)ის შესახებ მიუთითოს ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში. ინსპექტირების ანგარიშის „შენიშვნის“ გრაფაში მითითებული უმნიშვნელო ხარვეზი მიჩნეული იქნება მნიშვნელოვან ხარვეზად, თუ მისი აღმოფხვრა არ მოხდება შემდგომი პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების განხორციელებამდე.