გზებზე გამონაბოლქვის კონტროლი იწყება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი 4 სქტემბრიდან პირველ ეტაპზე დიდ ქალაქებში გამონაბოლქვის კონტროლს იწყებს. შემოწმებას დაემქვედებარებიან ის ავტომობილები, რომლებსაც დაუფისქირდებათ ვიზუალური გამონაბოლქვი. 

შემოწმებას ექვემდებარება როგორც ბენზინის და დიზელის ძრავის მქონე, ასევე აირზე მომუშავე ავტოსატრანსპორტო საშუალებები.

ჯარისმის ოდენობა განსაზღვრულია ადმინისტრტაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 119-2 მუხლით.

 იურიდიული პირებისთვის:

პირველ ჯერზე – 500 ₾

 

მეორე ჯერზე – 1500 ₾

მესამე ჯერზე – 3000 ₾

 

ფიზიკური პირებისთვის:

პირველ ჯერზე – 100 ₾

მეორე ჯერზე – 300 ₾

მესამე ჯერზე – 600 ₾

 

პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისგან გათავისფულდება იმ შემთხვევაში, თუ სამართალდარღვევის გამოვლენიდან 2 საათის განმავლობაში, მძღოლი, მფლობელი ან მესაკუთრე თავისი ხარჯით სათანადო ავტოსატრანსპორტო საშუალებას აკრედიტებულ ინსპექტირების ცენტრში ჩაუტარებს ინსპექტირებას და დადგინდება, რომ აღნიშნული სატრანსპორტრო საშუალების გამონაბოლქვი დადგენილ ნორმებს შეესაბამება.