2024 წლის 1 იანვრიდან მცირდება გამონაბოლქვის ნორმა
2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას, 2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში პირველად რეგისტრირებულ ბენზინის ძრავიან ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%.
რაც შეეხება 2020 წლის 1 აპრილიდან საქართველოში პირველად რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებს,ცვლილება არ ეხება და ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%. ლამდა კოეფიცინეტი 1 +- 0.03.