ინსპექტირება

მომსახურების სფერო და საფასური



მსუბუქი
m1 კატეგორია

ინსპექტირება 60 ₾
განმეორებითი 20 ₾

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება


ავტობუსი
m2 კატეგორია

ინსპექტირე 100 ₾
განმეორებითი 30 ₾

8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება (არაუმეტეს 5 ტ).



სატვირთო
n1 კატეგორია

ინსპექტირება 60 ₾
განმეორებითი 20 ₾

ტვირთის გადასაზიდი ავტოსატრანსპორტო საშუალება (არაუმეტეს3,5 ტ).



მსუბუქი
m1 ელექტრო

ინსპექტირება 48 ₾
განმეორებითი 15 ₾

არაუმეტეს 8 დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე მგზავრთა გადასაყვანად განკუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალება.

ხშირად დასმული შეკითხვები

მცირდება გამონაბოლქვის დასაშვები ნორმა 0,55 %-დან – 0,5 %-მდე (2020 წლის 1 აპრილამდე საქართველოში  პირველად დარეგისტრირებულ ბენზინის ძრავიან ვატომობილებზე).

ინსპექტირებისათვის საჭიროა ავტოსატრანსპორტო საშაულების რეგისტრაციის მოწმობა ე.წ. ტექნიკური პასპორტი ან მისი ასლი და მომსახურების საფასურის გადახდის ქვითარი.

მომსახურების საფასურის გადახდა ხორციელდება უნაღდო ანგარიშსწორებით (თიბისი PAY, საბანკო გადარიცხვით ან PTI.GE ვებ გვერდის საშუალებით.

თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მიეკუთვნება M1 კატეგორიას – გამოშვების თარიღიდან 4 წლის გასვლამდე ინსპექტირება არ უწევს.

გამოშვების თარიღიდან 4 წლის შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ 8 წლამდე.

გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

ტაქსი – 1 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ.

პიკაპი – 4 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. გამოშვების თარიღიდან 8 წლის შემდეგ − ყოველ წელიწადს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ავტოსატრანსპორტო საშუალებები – 1 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მიეკუთვნება M2 კატეგორიას – 1 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ექვს თვეში ერთხელ.

თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება მიეკუთვნება N1 კატეგორიას – 2 წლის შემდეგ გამოშვების თარიღიდან და შემდეგ ყოველ წელიწადს.

ხარვეზები მათი სიმძიმის დონის გათვალისწინებით იყოფა 3 კატეგორიებად:

ა) სახიფათო ხარვეზი − ხარვეზი, რაც წარმოშობს პირდაპირ და მყისიერ რისკს საგზაო უსაფრთხოების მიმართ ან უარყოფითად აისახება გარემოზე. სახიფათო ხარვეზის შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალებას ეკრძალება საერთო სარგებლობის გზებზე გადაადგილება.

ბ) მნიშვნელოვანი ხარვეზი − ხარვეზი, რომელიც შესაძლებელია, უარყოფითად აისახოს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გავლენა იქონიოს გარემოზე, ან საფრთხე შეუქმნას ქვეითებსა და საგზაო მოძრაობის სხვა მონაწილეებს. მნიშვნელოვანი ხარვეზის შემთხვევაში ავტომფლობელს ეძლევა 30 კალენდარული დღე ხარვეზების გამოსასწორებლად.

გ) უმნიშვნელო ხარვეზი − ხარვეზი, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოებაზე ან გარემოზე. უმნიშვნელო ხარვეზი უნდა გამოსწორდეს მომდევნო ინსპექტირების დადგომამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში უმნიშვნელო ხარვეზი მომდევნო ინსპექტირების პროცესში გადაკვალიფიცირდება მნიშვნელოვან ხარვეზად და ინსპექტირება ვერ ჩაითვლება დადებითად გავლილად!

O1, O2 და L კატეგორიის სატრანსპორტო საშუალებებს;

კლასიკურ ავტომობილებს (ავტოსატრანსპორტო საშუალებები, რომელთა წლოვანება აღემატება 40 წელს);

სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა ექსპლუატაცია დროებით შეჩერებულია მფლობელის მიერ;

სატრანსპორტო საშუალებებს, რომელთა დამამზადებლის მიერ დადგენილი მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე არ აღემატება 25 კმ/სთ-ს;

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „11“ პუნქტით გათვალისწინებულ სპორტული დანიშნულების ავტომობილებს.

ერთ ღერძზე უნდა იყოს იდენტური ზომის, კონსტრუქციის და პროტექტორის ნახატის მქონე საბურავები. უნდა იკითხებოდეს საბურავის დამზადების თარიღი და მათი დამზადების თარიღიდან არ უნდა იყოს 10 წელზე მეტი ვადა გასული. პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა აკმაყოფილებდეს საბურავზე არსებული ცვეთის ინდიკატორის პარამეტრებს ან M1 და N1 კატეგორიაზე მინიმალური პროტექტორის ნახატის სიმაღლე უნდა იყოს 1.6 მმ და M2 კატეგორიაზე 2.0 მმ.

მინამწმენდის მოქმედების არეალში ბზარების ან ლაქების არსებობა დაუშვებელია.

აკრძალულია ფარებზე სინათლის ნაკადის მიმართულების რეგულირება სტიკერების გამოყენებით.

2020 წლის პირველი აპრილის შემდეგ საქართველოში პირველად რეგისრიტებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე აკრძალულია საჭის მდებარეობის ცვლილება, ასევე იმ ავტომობილებს, რომლებსაც პირველი აპრილის შემდეგ ინსპექტირების პრიცესში დაუფიქსირდა საჭის მდებარეობა, ვერ მოახდენენ საჭის მდებარეობის შეცვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ვერ შეძლებენ ინსპექტირების გავლას…

2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.5%.

2025 წლის 1 იანვრის შემდგომ განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.3%.

2020 წლის 1 აპრილიდან საქართველოში პირველად რეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%. ლამდა კოეფიცინეტი 1 +- 0.03.

− ჩვეულებრივი დიზელის ძრავებისთვის – 2,5 m-1-ს,

− დიზელის ძრავებისთვის ტურბოჩაბერვით – 3,0 m-1-ს

უმნიშვნელო ხარვეზი – ბენზინის ძრავიანი ასს – 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია!​

განმეორებით ინსპექტირებაზე წარდგენისას ავსტოსატრანსპორტო საშუალება მოწმდება დახარვეზებულ ელემენტებზე და ვიზუალურად. (ვიზუალური შემოწმება მოიცავს ასს-ის საქარე მინის, ბამპერების, მაშუქი ფარების, ხილული მოჭარბებული გამონაბოლქვის, ძრავადან/გადაცემათა კოლოფიდან/სამუხრუჭე სისტემიდან სითხის გაჟონვის, კაბინისა და ძარის სხვა ელემენტების, M2 (მიკროავტობუსი/ავტობუსი) კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე შემავალი და გამომავალი კარის, ავარიული გასასვლელის, სავარძლების, კიბე და საფეხურების მოთხოვნების შესაბამისობის დადგენას რეგლამენტთან მიმართებაში).